ერთი წლის წინ ამ დროს გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ შემატყობინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო. ცოტა ხანში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ორგანიზებისთვის სახელმწიფოს ხელმძღვანელობა შეკრიბა.

შემდეგი იყო დღეები, ღამეები, კვირები, რომლებიც ერთ გაუთავებელ ნაკადად  გაერთიანდნენ.

ჩვენი მეომრები, უკრაინელი ხალხი არ შეუშინდა ომს, რომელსაც მსოფლიოში ბევრი უიმედოდ უყურებდა.

იმავდროულად, პარტნიორების კითხვებზე “რა ხდება?” მე ვუპასუხე: ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ!

დღეს, ერთი წლის ომის შემდეგ, რომელიც ევროპას  80 წელზე მეტია არ უნახავს, მივმართავ უკრაინის თავდაცვის ძალებს.

ყველა დამცველს –  შენ შეუძლებელი გააკეთე.

ერთი წლის წინ სერიოზული იარაღის მიღება გაგვიჭირდა. დღეს ცივილიზებული ქვეყნები ხედავენ, რომ თქვენ ხართ ევროპის ფარი აღმოსავლეთში.

უკრაინის გარეშე ევროპა არასდროს იქნება უსაფრთხო.

თქვენ ხართ ის, ვისაც ენთუზიაზმით უყურებენ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. იმიტომ, რომ თქვენ იცავთ თავისუფლებას.

ეს იყო დიდი გმირების და დიდი ტრაგედიებისა და  ტკივილის წელი.

გადავრჩით.

გავუძელით.

ახლა ახალ პერიოდში შევდივართ. გამარჯვების ახალი მისიით. ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში აღარ იქნება. დღეს დღის წესრიგში მთავარი კითხვაა –  რა იქნება უკრაინის გამარჯვება?

პასუხი მარტივია. გამარჯვება არის ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება 1991 წლის საზღვრამდე და რუსეთისგან საფრთხის აღმოფხვრა.

გამარჯვება – როცა უკრაინა იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:  წარმატებული, მდიდარი, ძლიერი.

უფრო ძლიერად და უფრო შორს მივიტანთ დარტყმებს – ჰაერში, მიწაზე, ზღვაში და კიბერსივრცეში. იქნება ჩვენი კონტრიერიში. ბევრს ვმუშაობთ, რათა იგი მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ.

და არ იქნება რუსეთი მისი ამჟამინდელი სახით.

არ გავიყინეთ – გავმაგრდით.

სიბნელის არ გვეშინოდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ გამარჯვებამდე.

მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა, რათა სახელმწიფო წინ წაიწიოს.

ვამაყობთ თითოეული მათგანით, ვინც დღეს ჩვენს სახელმწიფოს იცავს!

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.