ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში პირველ სექტემბერს შეიყვანეს და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის – ჰიდოსეფალია, ჰემეპარეზი, სეფსისი. შემოყვანილი იყო თბილისიდან, მოიყვანა სასწრაფომ, შემოსვლისთანავე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი სიმძიმის შეფასების შემდეგ”, – ამბობს რეხვიაშვილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი გარდაიცვალა.