ციხე არ კლავს, ციხე ნიკა მელიას მხოლოდ გააძლიერებს – უგულავა

გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელია პოლიციას იმიტომ ჩაბარდა, რომ არავინ დაშავებულიყო.

“ეს უმსგავსო ხალხი დგას და ქირქილებს, აბა თუ მაგრები იყავით, როგორ ვერ დაიცავითო, გუშინ ღამით შევიკრიბეთ და ნიკამ გვთხოვა: მე არ მინდა ჩემს გამო, თუნდაც ერთი ადამიანი იოტისოდენად მაინც დაშავდესო, მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემს გამო ვინმე დაიღუპოს, მე ციხეში წყნარად ვერ ვიჯდები, რომ ჩემ გამო ვინმე დაიღუპოს, ამიტომ როცა მოვლენ ტაში დაუკარითო. საქართველო ჩვენი შვილია, საქართველო ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა! ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ეს ბრძოლა ახლა იწყება! ეს ბრძოლა ციხიდან იწყება და გამარჯვებით დასრულდება”,– თქვა უგულავამ კანცელარიასთან აქციაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ციხე გააძლიერებს.

“მეგობრებო, ციხე არ კლავს, ციხე მხოლოდ აძლიერებს, ეს არ არის მისი დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს, ის მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას.“ – განაცხადა უგულავამ.