ხუთშაბათი, 19 სექტემბერი , 2024, 20:34

”ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი” – ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავს რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

„მე პოზიციას დავაფიქსირებ, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, – თქვა ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა.   ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ზურაბაშვილს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.