”რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერორს. რუსი ბარბაროსები მიზანმიმართულად ანადგურებენ კულტურას, მეცნიერებას და რელიგიას. უკრაინა აუცილებლად აღადგენს ყველაფერს, რასაც რუსული სამყაროს სისხლიანი ხელი მისწვდა.
რამდენიმე სიტყვა რუსულად, სპეციალურად რუსებისთვის. რომ იცოდეთ, როგორ სძულხართ ოდესას. თქვენ ებრძვით პატარა ბავშვებს. მართლმადიდებლურ ეკლესიებს. თქვენი რაკეტები სასაფლაოებსაც ანადგურებს. ოდესელებს თქვენ ძალიან ცუდად გვიცნობთ. თქვენ ვერ გაგვტეხთ, მხოლოდ უფრო გაგვაბრაზებთ. ჩვენი დამცველების სიძლიერე გამრავლებული უბრალო ხალხის ტკივილსა და ბრაზზე თქვენი სასჯელი გახდება”.
ასე ეხმაურება ოდესის მერი , გენადი ტრუხანოვი, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმას.