ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანაპარტიელების მსგავსად ამტკიცებს, რომ აქციები ვირუსის გამავრცელებელი იყო.
მისი თქმით, ამის თქმის საშუალებას ფაქტები აძლევს.
“აქციებთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ეს მაძლევს მე და ასევე ქალბატონ მაია ცქიტიშვილს იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ნამდვილად იყო გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით უფრო ძლიერმა, ვიდრე არის საქართველო, იქონია პოსტარჩევნების ეფექტი და ჩვენც გვაქვს დღეს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებით”, – თქვა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ოპოზიციის აქციებს დაუკავშირა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემაც.