”ცხადია რომ ნავალნი პუტინმა მოკლა!” – ზელენსკი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას, უკრაინის მეთაური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოკლა.

  • “ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცხადია, ის პუტინმა მოკლა, ისევე, როგორც ათასობით სხვა ნატანჯი პატიმარი. პუტინისთვის სულ ერთია ვინ მოკვდება, მისთვის მთავარი საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაა”. – აცხადებს, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.

  • “16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.