ოკუპანტების მიერ, გათავისუფლებული მოქალაქეს 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილს მოტეხილობა აღენიშნება. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.
„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები”, – განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.