ცხინვალში არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება – ვაჟა გაფრინდაშვილი სააკაშვილზე

“ცხინვალში არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება”- აცხადებს, ვაჟა გაფრინდაშვილი ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან მოტყუებით და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს  გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

”ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. მე არ მინდა მყავდეს მატყუარა მთავრობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვატყუებს. თუ არ იყო ძალადობა გადაყვანის დროს, ეს კადრები გამოაქვეყნონ. ჩემ მიმართ ფიზიკური დაპირისპირება ცხინვალის ე.წ ციხეში არ ყოფილა. არავითარი პირადი ან რელიგიური შუღლი არ ყოფილა ჩემ მიმართ და ჩვენი მოქალაქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი.”- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა რომელიც 2019 წელს თვეზე მეტ ხანს ოკუპანტებს ჰყავდათ დაკავებული.