“ძალადობა ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა “შეიმინგით” შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა. ძალადობა არის დასაგმობი, ბულინგი არის დასაგმობი და ის არ შედის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში,”

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.