საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახი სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ძალადობას გმობს.
“კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!
ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!”,– წერს პრეზიდენტი Facebook–ზე.