ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა! – ჩუგოშვილი

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ამით საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები მცირდება.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ეს პროცესი.

“ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფერი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!”,– წერს ჩუგოშვილი საკუთარ Facebook–ზე.