ძალოვნების ზეწოლის შედეგად ათეულობით ჩვენმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა – მეზვრიშვილი

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებული სისტემური ზეწოლის შედეგად პარტიის რამდენიმე ათეულმა კანდიდატმა თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

„უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალოვანი უწყებების გამოყენებით ხორციელდება სისტემური ზეწოლა. ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგად უკვე მოხსნა კანდიდატურა. მოხსნეს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ინფორმაციის გახმაურების შიშით.

სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე გაჟღერებულფაქტებზე გამოძიების დაწყებისა, ოცნება დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ, სამთავრობო მედია საშუალებების გამოყენებით ტყუილებს ავრცელებინებენ“, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.