ძალოვნების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

ძალოვნების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე  სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტიტვინიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ოს პოლიციელის მითითებას დაემორჩილა, სპეცრაზმელები დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ჩამტვრეული აქვს ძვლები და აქვს ტვინის შერყევა.