”ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენ ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით” – აცხადებს, უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.
“ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი სააგენტოა. ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის, ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკავშირმა რეკომენდაციების სახით უკვე ისაუბრა. იმ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს, შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ამ ადამიანების სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომლის ვერიფიკაციის შემდეგაც, ეს დოკუმენტების სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.
როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”, – ამბობს არახამია.