ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ისაუბრეთ და შეთანხმდით! – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება ოპოზიციასა და ხელისუფლების დიალოგს და მოუწოდებს, რომ შეთანხმდნენ.

“შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!”,– წერს ლომჯარია Facebook–ზე.

ცნობისთვის, მხარეები შეთანხმებას შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიენ დანიელსონის ჩართულობით ცდილობენ.