ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, ისურვებდა ჰარცელის პარლამენტში მიღებას მისი განცხადების განსახილველად.
“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით”,– წერს წულუკიანი Facebook–ზე.
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად მიიჩნევს.