“ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართავენ. საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში ამ წუთებში მივიდნენ მამუკა ხაზარაძე,  ბადრი ჯაფარიძე  და სხვა ლიდერები.

  • ეს არის მიტაცებული ხალხის ხმა. საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

საპარლამენტო სიების ჩახსნის შემდეგ, ოპოზიციამ მანდეტებზეც თქვა უარი. კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი გუშინ, 27 ნოემბერს შეიტანეს.