ძლიერი წვიმა და ქარი -სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)






