ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს

16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში – სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გაფრთხილებაში.