“საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის ასეთი სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც წააგებს არჩევნებს, რამდენჯერაც საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებს და წააგებენ, ამის მერე გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას და ა.შ. მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი”
აცხადებს ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ცნობისთვის, ოპოზიციამ 6 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა.