“ბევრი წარმატება, იმ მაგარ გუნდს რომელიც რჩება ამ არხზე.“ –ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდზე მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ. ამით მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი არხი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ კვირაზე მეტია ვრცელდება,თუმცა მელაძეს ის ოფიციალურად აქამდე არ დაუდასტურებია. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას ნოდარ მელაძე. წარსულში ის რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, მას შემდეგ, კი რაც არხი ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა რუსთავი2–ის თანამშრომელთა ნაწილთან ერთად ახალ არხზე– მთავარ არხზე გადავიდა.