“მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. დიახაც, ბიძინა ივანიშვილო, შენ. და მე ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ, თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ.
არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული სააკაშვილის სიცოცხლეს, რომელიც თქვენს ხელშია, გაუფრთხილდეთ. თუკი გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს თქვენს თავს, თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს?! ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს. თუკი გიფიქრიათ, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და რა შეიძლება დატრიალდეს თქვენ თავს?!”
თქვა ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან. მიხეილ სააკაშვილის ექიმი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.