„უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის. ეს არის წელი, როცა ქართველი ხალხი აირჩევს გზას, მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისკენ, თუ მეტი უმუშევრობისკენ, მეტი კლანური და ივანიშვილის მმართველობისკენ, მეტი ჭაობისკენ, მეტად რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს. ბოლო წელია მისი პრეზიდენტობის და მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების, გარემოს კუთხით, როგორ ხედავს და აფასებს მმართველი გუნდის პერსპექტივას, რომელსაც არ უნდა 9 პუნქტის შესრულება და ევროკავშირი, არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო მისგან, წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და აპირებს თუ არა გაათავისუფლოს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან?!”
ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.