“სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გითხრათ ძალიან მყარად: რასაკვირველია, აქ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის რუსეთის ფაქტორი, არამარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში. გაურკვეველი დროით ამ სწავლებების გადატანა პოზიციების დათმობას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ დემარში საქართველოს მიმართ…
სამხრეთ კავკასიაში პოზიციის შესუსტება, წვრთნების არჩატარება, ქართული ჯარის დახმარებაზე, თუნდაც მცირედ, სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა, ეს რასაკვირველია, მეტ უპირატესობას აძლევს ყველაზე საფრთხის შემცველ მხარეს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ვფიქრობ, სტრატეგიული შეცდომაა”,
აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.