წინა არჩევნებთან შედარებით კარუსელების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა – “ევროპული საქართველო”

“ევროპულმა საქართველომ” ანგარიში წარადგინა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის დარღვევები, რომლებიც არჩევნებზე გამოვლინდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით 2020 წლის არჩევნებზე 3-ჯერ გაიზარდა უბნებზე კარუსელის შემთხვევები და 5-ჯერ მეტი დისბალანსის შემთხვევაა ბიულეტენებში.

“იმ მაგალითებთან ერთად, რაც იხილა საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან საინტერესო იყო შეჯერება გარკვეული მონაცეემბის, ხშირად რთულია დაჭერა იმ ეფექტის, რაც მოაქვს დაშინებას, მოსყიდვას და სხვა მეთოდებს, მიუხედავად ამისა ჩვენმა გუნდმა ძალიან თვალნათელი შედარება მოახდინა იმ მონაცემების, როგორია ამ პრობლემების დინამიკა. რამხელა ეფექტი და მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო მეთოდებს”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, პირველი პრობლემა “ბიძინას კარუსელია” მეორე კი – ჩაყრილი ბიულეტენები მმართველი გუნდის სასარგებლოდ.

“შეადარეთ 2012, 2016 და 2020 წლებში კარუსელების, დაუბალანსებელი ოქმების და ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს და მიხვდებით ამ არჩევნებზე გაყალბება რამდენად მასშტაბური იყო.“– ამბობს სერგი კაპანაძე.