შეიძლება ასე ითქვას, რომ კოდორის ხეობა წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად მოღალატეობრივად, უბრძოლველად ჩააბარა […] ეს ომი, საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა მთავრობამ ეს ომი თავიდან ვერ აირიდა. პირიქით, რომ იტყვიან, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო. თვითონ არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმის, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინა.

ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს მოუტანო, სწორედ ომია. ეს არის შენი საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. და როცა ამ ტერიტორიებს შენ შენი უგუნურებით, ღალატით თუ გამყიდველობით, უცხო, ოკუპანტ ქვეყანას აბარებ, რა თქმა უნდა, ეს ღალატია. ამას შესაბამისი შეფასება სჭირდება […]

ქართველებმა ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ, ასევე, ჩვენ მშვიდობის ფასიც ვიცით. ამიტომ ძალიან ღირებულია ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2012 წელს მოიტანა. 12 წელია, საქართველოში უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი გვაქვს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის დროს.