წინა წლებში ვირტუალურ საქართველოს ქმნიდნენ, ადამიანებს ეგონათ, ყველაფერი კარგად იყო – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინა წლებში ვირტუალური საქართველო იყპ შექმნილი, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ “ყველაფერი კარგად იყო”. ამ განცხადებით კალაძე ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება.

“რაც შეეხება კრიმინალს, ეს მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა.

ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი ხდება, რასაც მთელი ევროპული ქვეყნები ებრძვიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა გამოძიებული იყოს”,-განაცხადა კალაძემ.