ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ შესაძლოა 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს, თუმცა ეს ყველა შეზღუდვის გაუქმებას არ ნიშნავს. ეპიდემიოლოგები ამიერიდან გვირჩევენ, ვისწავლოთ ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად, რაც ბევრი ახალი რეგულაციის შემოღებას და გარკვეული შეზღუდვების ხანგრძლივად დაკანონებას გულისხმობს. მათ შორის ერთ–ერთი ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვაა.
ინფექციონისტების რეკომენდაციით, წელს სავარაუდოდ აიკრძალება ხალხმრავალი თავყრილობები. შემოდგომაზე კი ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ შესაძლოა საგანგებო რეჟიმი ისევ აღადგინოს.
“ალბათობა არსებობს, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო ცუდისკენ, – ამბობს პაატა იმნაძე.
შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა ამ დრომდე არ განიხილება. ამ დროისთვის უცნობია როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება.