წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და ბესო ზანგურს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

მისივე თქმით,  ზანგურმა რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს.

“ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა.

მე ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამხოლოდ ერთმა მხარემ, მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს. კარგი იქნება თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფერი შემიძლია.”,- ამბობს წულუკიანი.

რაც შეეხება რობერტ სტურუას თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არანაირად არ იგეგმება.

ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.