“ქალბატონი წულუკიანი მახსენებს, ქალბატონებს, რომლებიც 90-იან წლებში ძალიან მძიმე როლს ასრულებდნენ ხოლმე საძმოების ფარგლებში. 90-იანი წლები ძალიან მძიმე იყო – იყო სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა საძმოები, თითო საძმოს ყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში საფუძველი იყო დაჯგუფებებს შორის შეტაკებისა. ამ შეგრძნებებს მიღვივებს ეს ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ეთერში უბრალოდ ძალადობს.
აუცილებელია, რომ რომელიღაცა ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარი იჯდეს ადამიანი და ისე სჩადიოდეს დანაშაულს?! სენაკის თეატრში სავარძელში იჯდები და ისე ჩაიდენ დანაშაულს რაც ვიხილეთ, თუ უბრალოდ სადღაცას ლოტკინზე, ღამე ჩადიხარ დანაშაულს, რა მნიშვნელობა აქვს?! კულტურის მინისტრმა თქვა, რომ რადგან ჩვენ ქვეყანაში უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი, შეგვიძლია ვიძალადოთ”
თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში.