წყალმომარაგება სრულად აღდგა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული მილსადენი შეაკეთეს და აბონენტებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგათ

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა”, – ნათქვამია განცხადებაში.