წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ, ზაფხულია და არ ეწყინებათ – ხვიჩია ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე

დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში, ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.