თბილისში წყნეთის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.ჩანგრეული გზა საცხოვრებელ კორპუსს რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ადგილობრივები აცხადებენ, ჩანგრევის მიზეზი არის კომერციული ფართის მშენებლობა, რომელიც გზის სავალი ნაწილის ქვედა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლები პასუხისმგებლობას მშენებელ კომპანიას აკისრებენ.
“ყველაფერს გადაუარა მერიამ, სამშენებლო კომპანიამ. რაც მთავარია გეოლოგიური დასკვნები კეთდება სრულიად ყალბად, ისე რომ ქაღალდზე ხელს ვინ აწერს იმასაც ვერ ვხვდებით. მეწყრული ზონაა, ეს იცის ყველა სამშენებლო კომპანიამ. გვერდით ნაკვეთში უკვე გაჩერებულია მშენებლობა უზენაესი სასამართლოს დადგენილებით. ეს არის მისი მიმდებარე ტერიტორია”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.