ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს საქმეზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.