“ჭარბი შესყიდვებით არც თავი დაიზიანოთ და არც სხვები”- ასე მიმართავს, საქართველოს, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია მოქალაქეებს. როგორც ჭყონია აცხადებს, ბაზარზე ვითარება სტაბილურია, თუმცა სავაჭრო ობიექტებში მოსახლეობის მხრიდან ჭარბი შესყიდვის გამო, მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებებია.
“გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.