ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხანძარს 101 და 102 წლის ცოლ-ქმარი ემსხვერპლა 17:49, 16-08-2021 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ხანძარს 101 და 102 წლის ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ და გამოსვლა ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.