ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 03:37

ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ შეძლებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის დროს ჭების მილების დაერთება დაავიწყდათ და ასფალტი ისევ აყარეს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო.

კალაძის განცხდებით, ჭავჭავაძის გამზირზე 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის და მათ წამოწეულს ვერ დატოვებდნენ, რადგან და ავტომობილის მძღოლები გადაადგილებას ვერ შეძლებდნენ.

“ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. თუმცა,ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის არ მივცემთ და ისინი ისევ თავიანთ სიცრუეში და ტყუილში დარჩებიან, როგორც ყოველთვის ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? ფაქტიურად, შეუძლებელი იქნებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს გადაადგილებისთვის”, – განაცხადა ლახა კალაძემ.

12 მაის თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ჭავჭავაძეზე მერიას მილების დაერთება დაავიწყდა და გამზირი ხელახლა გადათხარეს.