პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა კარგი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს, ვინ – საკუთარს.
მისივე განცხადებით, ხელმომწერმა პარტიებმა “მომავლის მოწყობა” ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს.
“ოპოზიციის ნაწილიც რომ შევა პარლამენტში და იმ ამნისტიაზე იმუშავებენ, რომელიც ნიკა მელიასთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რა ხდება შემდეგ, ლარის კურსი ჩამოვა ქვემოთ, ეკონომიკა წავა წინ, პირდაპირ ნატო-ში შევალთ და ზოგადად, დასავლური ქვეყანა გავხდებით, ეს ყველაფერი ამ „ქართული ოცნების“ ხელში? მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ – საკუთარს.
აბა, მთლიანად ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება, ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ – ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.