ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დილით მომხდარი დაპირისპირების დროს, დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ვიდეოკამერა და შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით.
დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
უწყებაში ამბობენ, რომ ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი კამერა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.