”რაც შეეხება მანდატების დატოვებას. მე შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ამისთვის მზად არის. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ პარლამენტი ერთპარტიული არ დარჩება, ეს ერთჯერადი პროტესტი იქნება. ხოლო თუ პარლამენტი ერთპარტიული დარჩება, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ საკითხზე ჩვენს კოლეგებთან ვიმუშავებთ თუ არა? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი. ვიმუშავებთ თუ არა, რომ პარლამენტი რაც შეიძლება მალე ერთპარტიული გახდეს? ჩვენდა სამწუხაროდ, 2 და 3 დეპუტატის დატოვებამ, ქართულ ოცნებას არაფერი პრობლემა არ შეუქმნა. ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი უნდა უზრუნველვყოთ. ამისთვის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მზადაა. დიახ, ჩვენს კოლეგებთან საუბარსა და კონსულტაციებს ვაპირებთ.”