“ხავსს ეჭიდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რაიმე გამოვა” – ასე ეხმაურება, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შერიგებაზე.
”მე მგონია, რომ ხავსს ეჭიდება ყველა ისინი, ვინც მართლა შეიძლება, გულწრფელად ფიქრობდეს, რომ რამე შეიძლება გამოვიდეს. ვიღაცებისთვის კარიერის პიკია, ალბათ, იქ ფოტოს გადაიღებენ და შვილიშვილებს ანახებენ, პრეზიდენტის სასახლეში ვიყავი და მნიშვნელოვანი ტიპი ვიყავიო.
ვერ მოხდება ასეთი ტიპის შეთანხმება. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერ იზამს. მას თუ უნდა, რომ გულწრფელად რაიმე პროცესის მედიატორი გახდეს, ჯერ ის არის გასაკეთებელი, რომ წინა პროცესზე, ნახევრად მედიატორის როლი რომ მოირგო და ისიც რომ გადაახია თავზე ქართულმა ოცნებამ, მას, ჩვენ, ევროკავშირსაც და ამერიკასაც, იმის შეფასება გააკეთოს არადიპლომატიურ ენაზე.” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.