ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის, თუ შესვლა გინდა, გამოდი, თქვი და შედი – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციაში “მამაძაღლობებს” ხედავს.

ის ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა, მოუწოდებს, გამოვიდნენ და ეს საჯაროდ თქვა, ოღონდ პასუხისმგებლობაც მათი იქნება.

“ვხედავთ, რომ ზეწოლაა, იქიდან, აქედან ექაჩებიან და რაღაცა მამაძაღლობებს ვხედავთ. არ დავფარავ, მამაძაღლობები მიდის, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მე მინდა შესვლა და შედით. შედი, ოღონდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა შენ თავად აიღე იმაზე, რასაც…

მომდევნო 4 წელიწადი, ქუჩაში გამვლელი ადამიანი თვალებში რომ შეგხედავს და შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და კი ბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტში, შედი. თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვაა ეს ქვეყანა და აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპური ვაცხო, მაშინ შედი. უბრალოდ, მაშინ შენი ხაჭაპური და არც შენი პოლიტიკა არავის მოუნდება. ერთი თვე ადამიანებს ეუბნები გაყალბდაო და ახლა შეიძლება, რაღაცა ყანყალი… როგორ შეიძლება ასეთ დროს ყანყალი”,– ამბობს უგულავა.