არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილი არის, სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მემგონი ისე მიდის სიტუაციები, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლო სისტემის დაქვემდებარება აშშ-ს საელჩოსადმი, მგონი ეს მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რომ ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში, რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობოებმა, პარტიებმა, რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, რომ ამოეწურათ იმედი, რომ ამ ძალებით, რომლითაც ისინი ცდილობდნენ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებას და მიტაცებას და რომ ვერ მოხდებოდა…. აშშ-ს საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.