ხარკივში დააკავეს რუსეთის აგენტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების შესახებ რუსეთის დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა.ხარკივის მოქალაქე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მძღოლი იყო.
მამაკაცი, ხარკივში სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ფარულად კი უკრაინის ჯარისკაცებისა და სამხედრო შეიარაღების ადგილმდებარეობის კორდინატებს გასცემდა. ასევე ცდილობდა პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.
მოპოვებულ ინფორმაციას ბრალდებული რუსეთის წარმომადგენელს ტელეგრამის პირად მიმოწერაში აწვდიდა. როგორც უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რუსეთის ფედერაციას ეს მონაცემები ზუსტი თავდასხმების განსახორციელებლად სჭირდებოდა.
ბრალდებული მამაკაცი რუსეთს ინფორმაციას სრულიად მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე აწვდიდა.