ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლიაში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა – აღნიშნულ ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბალაკლია დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელშიც ქალაქის მერი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა.
“რუსმა ოკუპანტებმა ბალაკლიაში რაიონულ საავადმყოფოს მოარტყეს. შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. საჭიროა პაციენტების და პერსონალის დაუყოვნებლივ ევაკუაცია, ეს არის დაახლოებით 70 პაციენტი და სამედიცინო პერსონალი. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოვახერხოთ და გადავარჩინოთ ადამიანები. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ეს არის მოქალაქეებზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულების მორიგი მცდელობა. ეს რუსული პროპაგანდის მორიგი ცინიკური ტყუილი და სამხედრო პროვოკაციაა” – წერს სინეგუბოვი.