კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 11:54

ხარკოვში ოკუპანტებმა ფერიცვალების ტაძარი დაბომბეს

ხარკოვში ოკუპანტებმა დაბომბეს ფერიცვალების ტაძარი, რომელსაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

ეკლესიაში ჩამსხვრეულია ყველა ფანჯარა და კარი, დაზიანებულია საკვირაო სკოლის შენობაც.  თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.