ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. დეპუტატის თქმით, ის შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

“მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არის მე ვფიქრობ პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის”- ამბობს დეკანოიძე