იუმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ დიალოგისთვის ოპოზიციის კონსტრუქციულობაა საჭირო.
“ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო. შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა. თქვენ ნახეთ, პირველივე საათებში როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის რაც პარლამენტის გარეთ ხდებოდა, ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის იყო მსგავსი იმისი, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის გარეთ ხდებოდა”,- აცხადებს ხელაშვილი.
მან ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტიც შეფასა და თქვა, რომ ის არ იყო მიმართული საქართველოში კრიზისის განმუხტვისკენ.
“ფიასკო გაიცადა პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით და ეს ფიასკო ვერ დააზარალებს საქართველო -ლიეტუვის ურთიერთობებს, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის“,- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.