ხელვაჩაურში50-წლამდე კაცმა 45 წლის ცოლი და 21 წლის შვილი ნაჯახით მოკლა – როგორც ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, კაცმა ჯერ მძინარე ცოლი მოკლა, შემდეგ კი შვილს პირველი ჭრილობა საწოლში მიაყენა. ახალგაზრდა კაცი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მამამ მას ნაჯახი თავში ჩაარტყა. მეორე შვილმა, 23 წლის ახალგაზრდა ქალმა, თავს გაქცევით უშველა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. სიკვდილს ასევე გადაურჩა ლოგინად ჩავარდნილი ბებო.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.